მოგვწერეთ კითხვები

    ცხელი ხაზი: +995 588 88 88 95 ორშ-პარ 11 AM - 7 PM ალექსი მაჭავარიანი 10/12
    Top

    ბევრისთვის სტრესული და დამღლელი დღის შემდეგ, პირველი სივრცე საძინებელია. მიუხედავად იმისა, რომ საძინებელი შეიძლება იყოს შესანიშნავი ადგილი დღის მოვლენებისგან თავის დასაღწევად, ზოგჯერ ეს საკმარისი არ არის.

    საძინებელში იგულისხმება როგორც პირადი სივრცე ძილისთვის ასევე უბრალოდ მოსასვენებელი ადგილი. მაგრამ რა მოხდება, თუ სამუშაოს შემდეგ გჭირდება გართობა და სიამოვნება? რა თქმა უნდა, თქვენი საძინებლის კედელზე ბრტყელეკრანიან ტელევიზორს შეუძლია გარკვეული გართობის უზრუნველყოფა, მაგრამ თუ ამაზე მეტი გჭირდებათ?

    რა არის MAN CAVE და როგორ შეგიძლიათ მოაწყოთ ის?

    მარტივად რომ ვთქვათ, Man Cave (ასევე ცნობილია როგორც “man room – კაცის ოთახი”) არის ნებისმიერი სივრცე, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს მამაკაცების სურვილი დასვენებისა და სიამოვნებისთვის.

    ეს სივრცე შეიძლება იყოს სახლის ნებისმიერ ნაწილში. თუმცა, ზოგიერთი სივრცე მის მოსაწყობად უკეთესი და ადვილი გამოსაყენებელია, ვიდრე სხვები. ერთ-ერთი ასეთი ადგილია სარდაფი და ავტოფარეხი.

    როგორც უკვე ვახსენეთ, Man Cave-ის მთავარი მიზანი თქვენთვის კომფორტული და სტრესისგან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფაა. მსგავსი გარემოს ეფექტურად მოწყობისთვის არსებობს საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

    დარწმუნდით, რომ ყველაფერი, რასაც ოთახში დაამატებთ, კარგად არის კოორდინირებული და გააზრებული. გაითვალისწინეთ, რომ დიზაინის ეს მიმართულება ორიენტირებულია მშვიდი და ანტისტრესული გარემოს შესაქმნელად, შესაბამისად, სივრცის მოწყობისას, არ არის რეკომენდებული, რომ გქონდეთ შემთხვევითი ნივთები უმიზეზოდ. ცნობილია, რომ მსგავსი დეკორატიული ნივთები დასრულებულ სახეს სძენს ნებისმიერ სივრცეს, სინამდვილეში, ამის გაკეთება მხოლოდ ქაოსს იწვევს და არა სიმშვიდეს.

    თქვენი გარემო, ისევე როგორც მათი ორგანიზება, დიდ გავლენას ახდენს თქვენსავე განწყობაზე და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. შეეცადეთ არ გამოიყენოთ ბევრი ყვითელი პირად ოთახში, რადგან შესაძლოა ეს ზედმეტად მასტიმულირებელი აღმოჩნდეს თქვენი ფსიქიკისთვის და გამოიწვიოს უფრო მეტი შფოთვა, ვიდრე მისგან თავისუფალი გარემო.

    გამოიყენეთ უფრო გრილი, მშვიდი ფერები და ჩრდილები, როგორიცაა ლურჯი და ნაცრისფერი. თუ გსურთ უფრო ნათელი ფერები, როგორიცაა ნარინჯისფერი და ყვითელი, გააკეთეთ ეს შეზღუდული რაოდენობით.

    რაც მთავარია, შეინარჩუნეთ სივრცის კომფორტულობა, გახსოვდეთ, როცა საქმე Man Cave-ს ეხება, კომფორტი წინ უსწრებს სტილს!

    დიზაინის იდეები MAN CAVE სტილისთვის

    შესაძლოა იმაზე ბევრად რთული იყოს კარგი იდეების მოფიქრება Man Cave-თვის ვიდრე თქვენ ფიქრობთ. როგორც უკვე იცით, საკმაოდ ბევრი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო – რამდენად კარგად შეძლებთ დიზაინის შესრულებას, მოეწონებათ თუ არა თქვენს მეგობრებს და ა.შ.

    აპარტ შოურუმი გთავაზობთ ჩვენ მიერ შესრულებულ დიზაინებს, რომლებიც დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებისას: