მოგვწერეთ კითხვები

    ცხელი ხაზი: +995 588 88 88 95 ორშ-პარ 11 AM - 7 PM ალექსი მაჭავარიანი 10/12
    Top

    ბიოფილურ დიზაინს აქვს უნარი გაფილტროს ხმაური, განათება და უზრუნველყოს უფრო მსუბუქი კლიმატი, რაც ხელს უწყობს გუნდის პროდუქტიულობას და მეტად ოპტიმიზებულ სერვისებს.

    ჩვენ შეგირჩიეთ უნიკალური პროექტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, სადაც ლანდშაფტის გამოყენების სხვადასხვა გზებია ნაჩვენები.

     

    Biophilic Offices: Landscape and the Working Environment - Image 3 of 30

    „გარე ოფისის“ შექმნის კონცეფციით, MIA Design Studio, Mr.Green’s Office-ის დიზაინის შექმნისას, სივრცის ავთენტურობაზე ბუნებრივი ელემენტების ლითონთან კონტრასტული გამოყენებით მუშაობდა. აღნიშნული მიდგომა ხელს უწყობს სინათლის რეგულირებას და მზის ჩასვლისას სხივების არეკლვების შემცირებას.

     

    Biophilic Offices: Landscape and the Working Environment - Image 17 of 30

     

    Biophilic Offices: Landscape and the Working Environment - Image 19 of 30

     

    Biophilic Offices: Landscape and the Working Environment - Image 18 of 30

    Presidente Prudente-ში, ქალაქში, რომელიც ცნობილია თავისი სიცხით, მდებარე ჟარდიმ პაულისტას სტუდიას, აქვს შიდა ეზო და მცენარეები, რათა შექმნას სასიამოვნო მიკროკლიმატი ჯვარედინი ვენტილაციისა და ბუნებრივი განათების მეშვეობით.

     

    Biophilic Offices: Landscape and the Working Environment - Image 6 of 30

     

    Biophilic Offices: Landscape and the Working Environment - Image 7 of 30

     

    Biophilic Offices: Landscape and the Working Environment - Image 5 of 30

    ბიოფილური ოფისის პირველ სართულზე განთავსებულია ღია სამუშაო ადგილი, რომლის ცენტრში აქცენტირებულია მცირე მწვანე ბაღი, სხვადასხვა სახეობის მცენარეებით, რომლებიც ხელს უწყობენ ნახშირორჟანგის შეწოვას გარემოდან და ქმნის გრილ მიკროკლიმატს. Andyrahman Architect-მა პროექტს დაამატა ბიოფილური არქიტექტურის კიდევ ერთი არსებითი ელემენტი: წყალი – რომელიც ამოტუმბვისას გამოსცემს დამამშვიდებელი ეფექტის ხმებს და ქმნის უფრო ბუნებრივ, სინესთეტიკურ ატმოსფეროს.

     

    Biophilic Offices: Landscape and the Working Environment - Image 14 of 30

     

    Biophilic Offices: Landscape and the Working Environment - Image 16 of 30

     

    Biophilic Offices: Landscape and the Working Environment - Image 15 of 30

    მანაუსი, Laurent Troost Architectures-ის ინდუსტრიული ტიპოლოგია Tropical Shed-ში (ტროპიკული ფარდული). „სამგანზომილებიანი პორტიკების თანმიმდევრობა, რომელიც დამზადებულია გლუვი არმატურისგან, განკუთვნილია მცოცავი მცენარის რამდენიმე სახეობისთვის. აღნიშნული სახეობის მცენარეები სწრაფად მზარდია, შესაბამისად მარტივადაა შესაძლებელი შეიქმნას ტროპიკული, ჰაეროვანი და გამაგრილებელი მიკროკლიმატი.

     

    Biophilic Offices: Landscape and the Working Environment - Image 8 of 30

     

    Biophilic Offices: Landscape and the Working Environment - Image 10 of 30

     

    Biophilic Offices: Landscape and the Working Environment - Image 9 of 30

    ჯილდოს მფლობელი ესპანური ოფისი Selgascano სპეციფიკური დამახასიათებელი დიზაინის ენით გამოირჩევა, რაც ბუნებაში ჩაძირული მუშაობის შეგრძნებას ქმნის. აღნიშნული პროექტის არქიტექტორებმა გადაწყვიტეს, რომ ბაღის ოფისში გადატანის ნაცვლად, ოფისი გადაეტანათ ბაღში.

     

    Biophilic Offices: Landscape and the Working Environment - Image 11 of 30

     

    Biophilic Offices: Landscape and the Working Environment - Image 13 of 30

     

    Biophilic Offices: Landscape and the Working Environment - Image 12 of 30

    დაბოლოს, ურბანულ გარემოში მწერებისა და ფრინველების გადაადგილებისთვის ბიოლოგიური დერეფნის შექმნის სურვილით, Husos Archictets-მა შეიმუშავა მწვანე ფასადი, რომელიც უზრუნველყოფს ხელსაყრელ მიკროკლიმატს ცხოველებისთვის რაც ხელს უწყობს შენობის ენერგიის მოხმარების შემცირებას.

     

    Biophilic Offices: Landscape and the Working Environment - Image 20 of 30

     

    Biophilic Offices: Landscape and the Working Environment - Image 22 of 30

     

    Biophilic Offices: Landscape and the Working Environment - Image 21 of 30