მოგვწერეთ კითხვები

    ცხელი ხაზი: +995 588 88 88 95 ორშ-პარ 11 AM - 7 PM ალექსი მაჭავარიანი 10/12
    Top

    ვაბი-საბი  – არასრულყოფილების იაპონური ხელოვნება და კონცეფცია, რომელიც ბუდიზმიდან მომდინარეობს და სამ ძირითად მესიჯს: არასრულყოფილებას, არამუდმივობას და არასრულობას მოიცავს.

    ვაბი-საბი საშუალებას გვაძლევს გავიაზროთ ის, რომ სრულყოფილება აბსტრაქტული რამაა, ეს კონცეფცია ყველაფერში სიმარტივეს, მინიმალიზმს, ბუნებრივობას, ავთენტურობას ითვალისწინებს. შთაგვაგონებს, რომ სილამაზე არა ობიექტის გარეგნობაზე, არამედ მის გამოცდილებაზეა დამოკიდებული და იმაზე თუ რა განცდას იწვევს ჩვენში.

    ინტერიერის დიზაინი

    ვაბი-საბის ინტერიერი, როგორც თავად კონცეფცია, უპირატესობას ბუნებრივობას ანიჭებს. ბუნება ეს არის შეხსენება იმისა, რომ ყველაფერი, მათ შორის სილამაზეც განიცდის ცვლილებებს, მაგრამ არასოდეს ქრება. შესაბამისად ვაბი-საბის ინტერიერში გამოიყენება ბუნებრივი ფერები და მასალები. კონკრეტულად შევხვდებით მწვანე, ლურჯ, ნაცრისფერ ფერებს, რაც სიმშვიდის ატმოსფეროსაც ქმნის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ინტერიერი ყოველთვის, ისეთი ნივთებისგან შედგება, რომელიც მასში მცხოვრებ ადამიანში გრძნობებს, განცდებს იწვევს. არც ვაბი-საბი და შესაბამისად არც მისი ინტერიერი არ ითვალისწინებს ტენდენციებს, მოდას, არამედ გულიდან წამოსულ გრძნობებს და არჩევანს. 

    ვაბი-საბის დიზაინის ესთეტიკა ხშირად გვხვდება იაპონურ ხელოვნებაში. იაპონელი დიზაინერები და ინტერიერის დიზაინის ტენდენციები, რომლებიც ცდილობენ გამოიყენონ იგივე პოზიტიური ფსიქოლოგია, ითვალისწინებენ ვაბი-საბის ძირითად პრინციპებს. ეს მახასიათებლები მოიცავს ასიმეტრიას, ტექსტურას და სიუხეშეს, მოკრძალებას და სიმარტივეს და სიმკაცრეს.

    დიზაინის იდეები ვაბი-საბის სტილისთვის

    გამოიყენეთ ყავისფერი, ნაცრისფერი, მწვანე, თეთრი და კრემისფერის ჰარმონიული ნეიტრალური პალიტრა, რომელიც მაქსიმალურად წარმოაჩენს დიზაინის ბუნებრიობას. ეს პალიტრა ქმნის წყნარ და ჰარმონიულ ინტერიერებს, სადაც სინათლე და მდუმარე ფერების ურთიერთქმედება ქმნის კომფორტული და მომხიბვლელი ფუფუნების განცდას. გაითვალისწინეთ, ვაბი-საბის ინტერიერში ნაკლები ყოველთვის მეტია.

    ისპირაციისთვის გიზიარებთ ჩვენ მიერ შესრულებულ პროექტებს ვაბი-საბის მიმართულებით: